LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი – დათუნა მგელაძე კლიპს იღებს და მსმენელს ახალ სიმღერებს ჰპირდება

Ardaidardo.Geდათუნა მგელაძე მოსკოვში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ოქტომბერში რუსეთში ისევ გაემგზავრება და შემდეგ კვლავ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, რადგან უამრავი გეგმა აქვს საკუთარ კარიერასთან დაკავშირებით.


დათუნამ უკვე ჩაწერა სამი ახალი სიმღერა, რომლებიდანაც ერთი თავად დაწერა, მეორე მის პედაგოგს, ზაზა წურწუმიას ეკუთვნის, მესამე კი – ვაჟა ტუღუშს, სწორედ ამ სიმღერაზე ხვალიდან, 16 სექტემბრიდან ვიდეორგოლის გადაღებები იწყება. პირველი ლოკაცია გრიბოედოვის თეატრია. როგორც დათუნამ გვითხრა, კლიპი მზად ოქტომბრისთვის იქნება.

 

დათუნა მგელაძე:

 

ჩავწერე სამი სიმღერა და კიდევ მექნება სიახლეები შემოქმედებითი კუთხით. 16 სექტემბრიდან გრიბოედოვის თეატრში რეჟისორი სერიოგა სპილბერგი იღებს კლიპს ჩემს ერთ-ერთ ახალ სიმღერაზე. მასთან მანამდეც მქონდა შეხება, როდესაც სერიოგამ ნინი ქარსელაძესთან დუეტზე ჩვენი ვიდეორგოლი შექმნა.

 

მთავარ როლზე გოგონას ვეძებდით, რეჟისორს არ უნდა ნაცნობი სახე, ამიტომაც ალბათ უკვე არსებული სამი ვერსიიდან ერთ-ერთზე გააკეთებს არჩევანს. გოგონამ კლიპში უნდა იცეკვოს და მცირე ხანს გამოჩნდება. ძირითადად, მე ვჩანვარ, მინდოდა, სადა კლიპი ყოფილიყო სიმღერაზე მეტი აქცენტით.

 

ვაჟა ტუღუშის სიმღერას, რომლის ტექსტიც მასვე ეკუთვნის, კლიპის გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველაზე დიდმა კრიტიკოსებმაც კი, რომლებიც პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წევრების სახით მყავს, მოიწონეს მისი ნამუშევარი. ვფიქრობ, ეს სიმღერა ყველა თაობისთვისაა. სასიყვარულო, ძალიან თბილი და ტკბილი კომპოზიციაა. რუსული ტექსტიც დაიწერება და მგონია, რომ იქაური ბაზრისთვისაც საინტერესო გამოვა. თან, ვაჟამ გიტარის ისეთი პარტია ჩამიწერა, რომლითაც ყველა აღფრთოვანებულია. დარწმუნებული ვარ, ამ ნამუშევარს მსმენელი ძალიან ადვილად აიტაცებს.

 

დათუნა, ქავერებს სულ უფრო ნაკლებად მღერი.

ქავერების დრო ჩემს ცხოვრებაში დასრულდა. მოსკოვშიც, როცა ღონისძიებებზე გამოვდივარ, ვასრულებ მხოლოდ რამდენიმე ქავერს, რომლებსაც დამკვეტები ითხოვენ, ნახევარი პროგრამა კი სულ ჩემი სიმღერებია. ეს აუცილებელია. ახლაც, საქართველოში რომ მქონდა კონცერტები, რეპერტუარი ისევ ამ პრინციპით ავაგე.

 

 

 

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

ნინო მურღულია