LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი, პირველ ლედისთან ერთად, ელისო ბოლქვაძის კონცერტს დაესწრო

Ardaidardo.Geსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალის გახსნას დაესწრო. ზემოხსენებული მუსიკალური ფესტივალი პიანისტ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ინიციატივით აჭარაში უკვე მესამედ იმართება. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში პირველი კონცერტი ელისო ბოლქვაძემ გამართა, ორკესტრს კი სპეციალურად ამ დღისთვის მიწვეული ლორან პეტიჟერარი დირიჟორობდა.


15 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, ფესტივალის დასკვნითი გალაკონცერტი გაიმართება, რომელიც იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონცერტიდან შესული თანხა კი სირიაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დახმარების ფონდში გადაირიცხება.

Ardaidardo.Ge