„ჰით ბათუმი 2015“-ის ფარგლებში ბათუმს უკრაინელი მომღერალი ტინა კაროლი ესტუმრა. ის საქართველოში მცირეწლივან შვილთან ერთად ჩამოვიდა. ბათუმს პირველად სტუმრობდა და კონცერტი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამართა.
ტინა კეროლი მაყურებლის წინაშე ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე წარდგა. „მე საქართველოს უკრაინის სითბო გავუზიარე. 2 საათი სცენაზე ვიყავი. შევასრულე ჩემი სიმღერები და ასევე პოპულარული მშობლიური სიმღერები. ასევე შევასრულე ქართული სიმღერა და ეს იყო საჩუქარი თქვენთვის,“ – აღნიშნა მომღერალმა.
უკრაინელი პოპდივა თავისი პირველი ვიზიტით საქართველოში ძალიან მოიხიბლა. როგორც თავად განაცხადა, შემდეგ ჯერზე საქართველოს მთებში მოგზაურობას აპირებს. ზღვა კი ძალიან მოეწონა, ასევე გემრიელი კერძები, თუმცა უკრაინაში ქართული რესტორნის ხშირი სტუმარი ყოფილა. პირველად გასინჯა ქართული ღვინო. ტინა კაროლმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოს მეგობრობით
ბედნიერია.