Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აგვისტო 24, 2015 – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდიკო ტატიშვილის დუეტი თამარ გვერდწითელთან და წარმატებული ფესტივალი ბათუმში

Ardaidardo.Geბათუმში თამარ გვერდწითელის ფესტივალი „მუსიკა საზღვრების გარეშე“ დასრულდა. მის ფარგლებში ორი კონცერტი გაიმართა, ერთი ბათუმის კულტურის ცენტრში, მხოლოდ ქართული რეპერტუარით, მეორე კი – პიაცაზე, უცხოელი და ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

 

 

ერთ-ერთი მონაწილე ნოდიკო ტატიშვილი გახლდათ, რომელმაც ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა „რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს“ თამარ გვერდწითელთან ერთად შეასრულა.

 

ნოდიკო ტატიშვილი:

 

ამ ორმა კონცერტმა ერთი საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა. ხალხს ძალიან მოენატრა ქართული აკადემიური ესტრადა და ის სიმღერები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ ჯერ ბათუმის კულტურის ცენტრში, შემდეგ კი პიაცაზე. პირველ კონცერტში, 21 აგვისტოს, თამარ გვერდწითელთან, ჩემთან, გიორგი სუხიტაშვილთან, „შვიდკაცასთან“ ერთად მონაწილეობდნენ სიმფონიური ორკესტრი ჯან ლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით და პაატა ანდრიაძის ბენდი. პიაცაზე კი ამავე შემადგენლობასთან ერთად უცხოელებიც გამოდიოდნენ, მომღერალი ალესანდრო საფინა და მსოფლიო დონის აკორდეონისტი, მარიო სტეფანო.

 

ორივე კონცერტს უამრავი ადამიანი დაესწრო და აპლოდისმენტები არ დაუშურებიათ.

 

შენი და თამარ გვერდწითელის დუეტი როგორ შედგა?


ეს სიმღერა ჩემს სოლოკონცერტზე შევასრულე, სადაც ალექსანდრე ბასიალაიას რეპერტუარი წარმოვადგინე. მას შემდეგ, რაც თამარ გვერდწითელმა ეს კონცერტი მოისმინა, გამოთქვა სურვილი, ერთად შეგვესრულებინა „რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს“. მითხრა, რომ მრავალი წლის წინ მოისმინა, მაგრამ ვერ წარმოედგინა, თუკი ამ სიმღერას თავად შეასრულებდა. ის, რომ ახალ თაობას მიეღო მონაწილეობა ამ კონცერტში, რეჟისორ ზაზა ორაშვილის იდეა გახლდათ.

 

ჩაწერას ხომ არ აპირებთ?


ჯერჯერობით არა, მაგრამ არის გეგმები, რომელთა შესახებ ჯერ ვერ ვისაუბრებ.

 

ახლა რა გეგმები გაქვს?


25 აგვისტოს, ბათუმის ტენისის კორტებზე ჩემი და სალომე ბაკურაძის კონცერტი გაიმართება, დავით ილურიძის ბენდთთან ერთად. მომზადებული გვაქვს ძალიან დიდი რეპერტუარი და ყველას ველით (იღიმის).

 

ნინო მურღულია