LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელში მოღვაწე ქართველი მომღერალი შაბი ”არ დაიდარდოს” ესტუმრა

Ardaidardo.Ge ”ისევ შემიყვარდები” – შაბი კორენის ახალი სიმღერის პრემიერა ”არ დაიდარდოში” ისრაელში მოღვაწე ქართველი მომღერალი შაბი კორენი რადიო ”არ დაიდარდოს” სიმღერის პრემიერით ესტუმრა.

 

როგორც შემსრულებელმა განაცხადა, კომპოზიცია ”ისევ შემიყვარდები” თავდაპირველად ივრითზე შეიქმნა. ხოლო მას შემდეგ, რაც ის შაბის მეგობრებმა მოისმინეს, გაჩნდა იდეა, რომ მისი ქართული ვერსიაც შექმნილიყო.

 

ტექსტის ავტორი ცირა ბზიშვილია, ხოლო ჩაწერით სტუდია ”უნივერსალში” ჩაიწერა. მომღერალი უახლოეს მომავალში ვიდეოკლიპის გადაღებასაც გეგმავს.