LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი წერეთელი კონცერტს ნიუ-იორკში გამართავს

 

Ardaidardo.Geგადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” გიორგი წერეთელი ესტუმრა.

 

– გიო, მოგვიყევი რა სიახლეებია შენსკენ?

 

– ვემზადები დიდი კონცერტისთვის, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდება. მას მე და ლოლიტა ჩავატარებთ. ეს არის ყველაზე ღირსშესანიშნავი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ამერიკაში პირველად მივდივართ. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ეს კონცერტი ჩვენი ემიგრანტების თხოვნით დაიგეგმა. ხალხს ქალაქური განწყობა და თბილისური სიმღერები ენატრებათ. უნდა აღვნიშნო, რომ აფიშები ერთი კვირის წინ გაიკრა და ბილეთები ფაქტობრივად გაყიდულია. ამის გამო, შესაძლოა მეორე კონცერტის ჩატარებაც მოგვიწიოს.

 

– როდის არის კონცერტი დაგეგმილი?

 

– კონცერტი 30 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი. ჩვენ ამ დღისთვის ძალიან ვემზადებით. ამასთან ერთად გამოდის ჩემი მეორე ალბომიც. ჯერჯერობით, არ ვიტყვი ალბომის სახელს, რადგან მინდა, რომ პრეზენტაცია ქართველ ემიგრანტებს ვაჩუქო. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ახალ ალბომს საქართველოშიც ჩამოვიტან.

 

– საინტერესოა ნიუ-იორკის ამბები. სად გაიმართება კონცერტი?

 

– ეს იქნება კარგად დაგეგმილი შოუ-პროგრამა, აქტიურად ვემზადებით. ფაქტობრივად, იქნება ჩემი და ლოლიტას 2-საათიანი სოლო კონცერტი, რომელსაც საკონცერტო დარბაზ ”ნაციონალში” გავმართავთ. საინტერესოა, რომ ამ დარბაზს ბევრი ცნობილი ვარსკვლავისთვის უმასპინძლია.

 

– შენი აზრით, ვინ მოგისმენთ, ვინ იყიდის ბილეთებს?

 

– ბილეთები პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქართველ მსმენელზე იყიდება. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ  ჩემ რეპერტუარში არის ბევრი რუსული სიმღერაც. ამიტომ, ეს კონცერტი იქაურ რუსულენოვან მსმენელზეცაა გათვლილი. ასევე გეტყვით, რომ ამერიკაში არის ერთ-ერთი რადიო ”კავკასიური შანსონი”, სადაც უკვე ტრიალებს ეს სიმღერები. ამიტომ რუსულენოვანი დიასპორაც მოვა.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

AudioDAMZADEBULIA – GIORGI TSERETELI

 

 

სიმღერა ქალზე / Live

 



 

 

ვიდეო კოლაჟი