რუსთაველის თეატრი პოლონეთში შექსპირის ფესტივალზე გაემგზავრა. საერთაშორისო ფესტივალი გდანსკში დღეს გაიხსნება და 8 აგვისტომდე გაგრელდება. 6 აგვისტოს დასი მაყურებლის წინაშე რობერტ სტურუას სპექტაკლით „იულიუს კეისარი“ წარსდგება.
წარმოდგენის შემდეგ ქართული კულტურის საღამოა დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მსახიობებიც მიიღებენ მონაწილეობას.