ლოს-ანჯელესის „ჟან პოლ გეტის მუზეუმმა“ ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა, სადაც ქართული ნივთებიც იყო წარმოდგენილი. „ძალაუფლება და პათოსი: ელინისტური სამყაროს ბრინჯაოს ქანდაკებები“ – ასე ჰქვია ექსპოზიციას, სადაც დამთვარიელებელი შედევრებად აღიარებულ ნიმუშებს მსოფლიოს წამყვანი მუზეუმებიდან აფასებს.
სხვა ქვეყნების მუზეუმების გარდა, საგამოფენო სივრცეში გამოიფინა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები. „ჟან პოლ გეტის“ მუზეუმში წარმოდგენილია ვანში აღმოჩენილი „ბრინჯაოს ჭაბუკის ტორსი“, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.