დღეს, 30 ივლისს მომღერალ ვერიკო ტურაშვილის სიმღერისა და კლიპის „მთავარია გწამდეს“ პრეზენტაცია „ჯინო ფერედაისში“ შედგება. სიმღერის მუსიკა და ტექსტი მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის, კლიპზე კი რეჟისორმა გიორგი გოგიჩაიშვილმა იმუშავა.
გადაღებები ორი დღის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა. პრეზენტაციის შემდეგ ვიდეორგოლის შეფასება ინტერნეტ-მომხმარებელსაც შეეძლება.
„ასეთი სტილის სიმღერა ჩემს რეპერტუარში პირველად არის. მგონია, რომ მსმენელს ძალიან მოეწონება“-განაცხადა ვერიკო ტურაშვილმა.