LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის ქართული სპორტის მთავარი მოვლენები

19

ქართველმა რაგბისტებმა წარმატებით იასპარეზეს მსოფლიო თასზე, მათ ორი თამაში მოიგეს და მომდევნო მსოფლიო თასის საგზური ავტომატურად მოიპოვეს;

ბორჯღალოსანთა კაპიტანი მამუკა გორგოძე მსოფლიო მატჩის 4 თამაშიდან ორში საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა;

კალათბურთელებს წარმატებული წელი ქონდათ: მათ ერთი ნაბიჯი დააკლდათ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე (ჩვენები ლიტვასთან დამარცხდნენ მატჩის მიწურულს);

ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავეს;

გორის ”დილა” საქართველოს ჩემპიონი გახდა;

ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ გადალახა ეუროტურნირების პირველი ეტაპი;

თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ჩატარდა;

საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი – ”აკადემია” გახდა, თუმცა ამის შემდეგ გუნდი დაიშალა;

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილის მონაწილეობა უიმბლდონზე წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს 178 ჩოგნიდან 90-ე საფეხურზე დამკვიდრდა. მან ყველასთვის ნაცნობ და გამოცდილ ესპანელ ჩოგბურთელს ფელიციანო ლოპეს მოუგო;

ქართველი ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი 1982 წლის შემდეგ მეორე ქართველია, ვინც ძიგორო კანოს სახელობის გრან-სლემის ჩემპიონობა მოახერხა;

ზაზა ფაჩულია ოლ სთარის შესარჩევ რიგებში ირიცხება;

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 57 კგ კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა;

თბილისში ევროპის სუპერთასის ფინალი გაიმართა – ”ბარსელონამ” 5:4 მოუგო ”სევილიას”;

ჩინეთში გამართული მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი პირველად ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა;

ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა;

თბილისში გამართული ევროპის სუპერთასი უეფამ წლის მატჩად დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები