“ბარსელონას” პრეს-სამსახურმა “ოქროს ბურთის” შესახებ გაიხსენა, რომელიც გუნდის ფორვარდმა ლიონელ მესიმ 10 წლის წინ მიიღო.
კლუბის ტვიტერზე არგენტინელის ფოტო დადეს ჯილდოსთან ერთად და მიაწერეს: “2010 წლის 11 იანვარი – საუკეთესო. 2021 წლის 11 იანვარი – ჯერ ისევ საუკეთესო”.
“ბარსელონას” კიდევ ერთმა ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ (იაპონურ “ვისელ კობეში” გამოდის), ასევე გაიხსენა ეს მოვლენა. მან მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც “ოქროს ბურთი” უჭირავს, ფოტოზე ჩავიცაა.
10 წლის წინ მესიმ მეორე “ოქროს ბურთი” მოიგო, ინიესტა და ჩავი სამეულში მოხვდნენ.