LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2007 წელს წვლილი შევიტანე, რომ ქვეყანა რუს ოლიგარქს ხელში არ ჩავარდნოდა – ერეკლე კოდუა

94

მეგობრებო, დღეს კიდევ ერთხელ გავხდი პოლიტიკური დევნის ობიექტი რუსი ოლიგარქის მსახური პროკურატურის მხრიდან,- ასე ეხმიანება პროკურატურის განცხადებას პეციალური ოპერატიული დეპარტამენტის(სოდ-ის) ყოფილი უფროსი, ერეკლე კოდუა სოციალურ ქსელში.

“დღევანდელი მორიგი აბსურდული ფალსიფიცირებული საქმე ჩემთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რატომ დასჭირდა მათი ფანტაზიის დამწიფებას 6 წელი. მე ძალიან ვამაყობ, რომ შესაძლებლობა მომეცა მემსახურა ჩემს ქვეყანას და ჩემი წვლილი შემეტანა კრიმინალთან ბრძოლაში და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნვეყოფაში.

მე ძალიან ამაყი ვარ, რომ 2007 წელს ჩემი წვლილი შევიტანე იმაში, რომ ქვეყანა ხელში არ ჩავარდნოდა ერთ რუს ოლიგარქს, რომელიც მკველობასაც არ ერიდებიდა საკუთარი მიზნების შესასრულებლად. დღეს მეორე რუსი ოლიგარქმა გადაწყვიტა შური იძიოს ჩემზე სწორედ ამის გამო. რაც არ უნდა გააყალბოთ მტკიცებულებები, რაც არ დააშინოთ ადამიანები, რაც არ უნდა გამოკეტოთ ციხეებში პტრიოტები, ვერ შეცვლის ჩვენს სურვილს ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე და ქვეყანას მოსცილდება მოღალატე ხელისუფლება და ხალხის ხარჯზე გამდიდრებული რუსი ოლიგარქი და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და მომავლის რწმენას,”- წერს ერეკლე კოდუა.

საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრის და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ერეკლე კოდუა მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, რომელზედაც მიესაჯა 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და ე.წ. „ავტომანქანების საქმეზე“, რომელზედაც მიესაჯა 2 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები