ბრიტანული სატიუნინგო კომპანია Severn Valley Motorsport-ის სპეციალისტებმა, რომლებიც სპორტქარ Nissan GT-R-ის გაუმჯობესებით არიან დაკავებულნი, ამჯერად 2014 წელს განახლებული Nissan Qashqai წარმოადგინეს და სიახლეს სახელწოდებაში R მიუმატეს.
ძრავი Nissan Qashqai R-სთვის სპორტული Nissan GT-R-სგან აიღეს. ავტომობილმა ტურბოკომპრესორი მიიღო, რომლის წყალობითაც ძრავის სიმძლავრე 2 000 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ატელიე Severn Valley Motorsport-ის მიერ აწყობილმა Nissan Qashqai-მ 382 კილომეტრ/საათი განავითარა. გარბენი სპეციალისტება 3,22 კილომეტრიან ასაფრენ ბილიკზე მოაწყვეს. ატელიეს პრეს ცენტრში აცხადებენ, რომ მალე გარბენის ამსახველ ვიდეოსაც გამოაქვეყნებენ.