“მქონდა მოლოდინი, რომ ეს ე.წ. ანტიკრიზისული გეგმა დაახლოებით იმდაგვარი იქნებოდა, როგორიც იყო საერთაშორისოდ ცნობილი, 600 ათასი მოქალაქის წინასაარჩევნოდ მოსყიდვა, სამწუხაროდ, აღნიშნული მოლოდინი გამართლდა,”- ასე ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” გენერალური მდივანი, ირაკლი ღლონტი მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრისიზულ გეგმას.
როგორც ღლონტმა ტვ პირველის ეთერში აღნიშნა, “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო მზადებაშია, ოპოზიცია კი სახლშია გამოკეტილი.
“200 ლარიანი შეთავაზება არის ძალიან ცოტა. ეს არის დაახლოებით, 50 კგ ბრინჯის საფასური. დანარჩენი მოსახლეობამ შეაფასოს, რასაც ვლაპარაკობ. ალბათ, ქართული ოცნების მხარდამჭერები შემეკამათებიან, რომ უმადურად ვსაუბრობ და მცდარ პოზიციას ვაფიქსირებ, რადგან სახელმწიფოს უჭირს.
რატომ უჭირს სახელმწიფოს? იმიტომ ხომ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში ყვავის კორუფცია. ჩვენ ბიზნესის ნაცვლად, მივიღეთ ე.წ. ჩრდილოვანი გარიგებები. ბიუჯეტი და ხალხის ფული მიედინება სადღაც ოფშორებში. ამიტომაც არ შეუძლია სახელმწიფოს, 200 ლარზე მეტი მისცეს თანამოქალაქეებს”- აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
მან “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში მეწარმეების მხარდაჭერის კომპონენტზეც ისაუბრა.
“90%-ით გარანტია ბიზნესო, ამბობს გახარია. ეს რას ნიშნავთ იცი – ივანიშვილის 150 შპს-დან რომელიმე აიღებს კრედიტს, წაიღებს თავის დანიშნულებით, მერე ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გადაუხადოს მას ამ ბანკის სესხი, ამასთან გვაქვს საქმე… ეს არის “გაპრავება” ბიუჯეტის ფულის უკან სწრაფად დაბრუნება ივანიშვილის კლანისთვის”- თქვა ირაკლი ღლონტმა.
ანტიკრიზისული გეგმა მოიცავს როგორც ფინანსურ დახმარებას იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო სამუშაო დაკარგეს, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეზღუდვების მოხსნის ექვსეტაპიან გეგმას.
რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად