უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა და აღნიშნა, რომ ეს ეკონომიკური ზრის დაჩქარების უზრუნველსაყოფად კეთდება.
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში დიდი გამოწვევაც და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები. ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას, ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენი როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ მსგავს გამოწვევებს გავცეთ პასუხი. ამიტომ დღეს მე მინდა, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარს ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ”, – აღნიშნა გახარიამ.