20 წლის წინ გაიმართა მოსკოვის „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ევროთასებზე. 1999 წლის 4 მარტს ჩერკიზოვოში პირველ მეოთხედფინალურ მატჩზე ჰაიფას „მაქაბი“ ჩავიდა. სტუმარი გუნდის საუბედუროდ, სწორედ ამ დღეს გაიგიჟა თავი რკინიგზელთა ქართველმა თავდამსხმელმა ზაზა ჯანაშიამ.
პირველ ტაიმში სტუმრებმა, რომლებიც თან მოედანს და ცივ ამინდსაც ებრძოდნენ, გაძლეს. მეორე ნახევარში კი ჩვენიანმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა და ფაქტობრივად გაუნაღდა “ლოკომოტივს“ ნახევარფინალში გასვლა.
ზაზა ჯანაშიას არაერთხელ უთქვამს ხმამაღალი სიტყვა ევროარენაზე, დაუვიწყარია მისი მატჩები „ლაციოსთან“, „შტუტგარტთან“, ჩვენიანს კარგი ევროპული კლუბებიც იწვევდნენ, თუმცა საბოლოოდ ისე მოდა, რომ ეს უნიჭიერესი ფორვარდი ევროპაში ვერ წავიდა და ის ფეხბურთი ბოლომდე ვერ ითამაშა, რასაც მისგან ელოდნენ.