20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის რომანი მედიაში ოფიციალურად დადასტურდა. წყვილმა სამეფო ოჯახთან ერთად კლოსტერსის მთიან კურორტზე დაისვენა.
აპრილის დასაწყისში გავლენიანმა გამოცემამ The Sun პირველად გამოაქვეყნა წყვილის ერთობლივი ფოტოები, როცა წითელ კომბინეზონებში გამოწყობილები, ქეითი და უილიამი, ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ კურორტზე. ამავე კურორტზე იმყოფებოდა პრინცი ჰარი და მეფე ჩარლზიც.
,,უილიამი შეყვარებულია”, ამ სათაურით მოიცვა მედია ახალმა ფოტოებმა, სადაც წყვილი საოცრად ბედნიერი და შეყვარებული ჩანდა. მალევე მიდლტონმა და უილიამმა ნიშნობის შესახებაც გამოაცხადეს, რამაც ყველა იქამდე მოარულ ჭორს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
დღეს ეს ფოტოები სიმბოლურად გაიხსენეს, რადგან უელსის პრინცესას ამჯერად რთული პერიოდი აქვს, ის სიმსივნეს ებრძვის და ქიმიოთერაპიის კურსს გადის.
ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს