საქართველოოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარ ტერაქტს ტვიტერში ეხმაურება.
„20 წლის წინ, მსოფლიო შეძრა 11 სექტემბრის ტრაგედიამ. 20 წლის წინ, საერთაშორისო საზოგადოება ერთად დადგა მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად, რაშიც საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას. ამ თანამედროვეობის ბოროტებაზე გლობალური პასუხი სოლიდარობა იყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ არასდროს უნდა დავივიწყოთ!“ – წერს „ტვიტერზე“ სალომე ზურაბიშვილი.