LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 წლის ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელი გახდა

188
ლილა-მოსი

ლილა მოსი, რომელიც ლეგენდარული ქეით მოსის ქალიშვილია, ამჯერად ცნობილი ბრენდის „ვიქტორია სიკრეტის“ მოდელი გახდა. ცნობილია, რომ 2023 წლის „ვიქტორია სიკრეტის“ შოუზე ლილა მოსთან ერთად ჯიჯი ჰადიდი, ნაომი კემპბელი და ვინი ჰარლოუც გამოჩნდებიან. ბრენდისა და ლილა მოსის თანამშრომლობის შესახებ, მანჰეტენის ცენტრში, „ვიქტორია სიკრეტის“ მიერ გამართულ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.

ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან ტიპი ერთი დიაბეტის დიაგნოზი აქვს, ღონისძიებაზე ბრწყინავდა  შავი ფერის გამჭვირვალე მინი კაბაში, რომელიც ულამაზესი თვლებითა და ბისერებით იყო მოქარგული.

ლილა მხოლოდ 20 წლისაა, თუმცა, უამრავი ცნობილი ბრენდის სახე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია.

„დიაბეტი მაქვს, ამიტომ ჩანთა შაქრის საზომით და ინსულინით, სულ თან დამაქვს“ – 19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელმაც პოდიუმები დაიპყრო

19 წლის მოდელი ლილა მოსი, რომელსაც ბავშვობიდან დიაბეტი აქვს, ,,ტომ ფორდის” ჩვენებაზე ინსულინის ტუმბოთი გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები