LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 თვის შემდეგ „ხიდი“ პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს

74
khidinews

კლუბი „ხიდი“ პირველად, 20-თვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც პანდემიით იყო გამოწვეული, პირველ საპილოტე ღონისძიებას უმასპინძლებს, რომლის მიზანია დახურული ღონისძიების დროს ვირუსის გავრცელების რისკის კვლევა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება, რასაც შემდგომში ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას შეუწყობს ხელს.

„აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში, სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება“, – ამბობენ ორგანიზატორები.

საპილოტე ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ: სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ, ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს და ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები