LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო რომ აგინებდა პარტიამ დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა…” – “ოცნების” დეპუტატი გახარიაზე

83
BeFunky-collage

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდში გადასვლის მიზნით უმრავლესობიდან დეპუტატების გადინებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დავიწყოთ იმით, რომ…“ მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა, არჩევნებშიო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ „სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ „სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ „სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა…

მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ „სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე. კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებ “. – წერს სამხარაძე.

პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა “ქართული ოცნება” დატოვეს და დღეიდან საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. შესაბამისი განცხადება მათ დღეს პარლამენტში გააკეთეს.

რას ამბობენ “ოცნებიდან” წასული დამოუკიდებელი დეპუტატები

“დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ” – 6 დეპუტატი, რომლებმაც “ოცნება” დატოვეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები