LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია, მხარეებს შორის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო: ირაკლი კობახიძე

52
ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია, მხარეებს შორის შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო. მისი თქმით, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელებაზე იღებს, ხოლო ამნისტია რეფორმების პაკეტი არაა.

“20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იყო – ის რეფორმების პაკეტი არ არის, გამომდინარე აქედან, ამაზე ბუნებრივია ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. ჩვენ პასუხისმგებლობას რეფორმების განხორციელებაზე ვიღებთ. ამნისტია კი, შეთანხმების ნაწილი იყო“. – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

მედიატორი ასაჯაროვებს დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები