LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისის ამნისტია – განხილვას ოპოზიცია დაესწრება

56
თბილისი-საქართველოს-პარლამენტი

20 ივნისის მოვლენებში ბრალდებული პირების ამნისტიის განხილვას ოპოზიციის წარმომადგენლები დაესწრებიან. საპარლამენტო უმცირესობა აპირებს ამ მიმართლებით საკუთარი პოზიცია ისევ დააფიქსიროს.

ამნისტიის პროექტის მეორე ვარიანტის დარეგისტრირებაზე ოპოზიცია ჯერ ისევ თავს იკავებს. “ნაციონალური მოძრაობისთვის” კი ორივე ვარიანტი მიუღებელია.

პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, ამნისტიის კანონი ისეთი სახით უნდა იქნას მიღებული, რომ ნიკა მელიას საქმეს შეეხოს.

საკუთარი პირობა აქვს “სტრატეგია აღმაშენებელს”. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე საუბრობს.

“შეთავაზება იყო შემდეგი, რომ წინასწარი თანხმობის მუხლი ამოეღო “ქართულ ოცნებას” და ჩვენ ამოგვეღო მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობას. “სტრატეგია აღმაშენებელი” დაუჭერდა მხარს ამ კომპრომისს იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულების მიმართ იქნებოდა მკურნალობის და რეაბილიტაციის თანხები გათვალისწინებული სახელმწიფო ვალდებულების სახით. ეს არის ჩვენი პირობა,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.