LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივნისიდან საქართველოში ყველა მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ეტაპობრივად გაიხსნება

119
1556113778-მუზეუმ-ნაკრძალი-1024x662

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 20 ივნისიდან დამთვალიერებლისთვის მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები ეტაპობრივად გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.

პირველ ეტაპზე გაიხსნება ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.

მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“. შეიქმნა ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც მუზეუმები და მუზეუმ ნაკრძალები ვიზიტორებისთვის ეტაპობრივად გაიხსნება.

საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები