LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 იანვრიდან 31 მარტამდე მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება: თბილისის მერია

85
FORTUNA.GE-

20 იანვრიდან – 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

შეზღუდვა მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას უკავშირდება.

ინფორმაციას თბილსის მერიის პრესსამსახური ავრცელებს და მგზავრებს გადაადგილების ალტერნატიულ სქემას აცნობს – სავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

“თბილისის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს.

პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.” – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.