LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ათასი ლარის ღირებულების საკანცელარიო ნივთები – რაში ხარჯავს გარდაბნის გამგეობა ფულს

296

19 768 ლარი მხოლოდ საკანცელარიო ნივთებში : კალმებში, საქაღალდეებში , სტეპლერებსა და ფაილებში – ეს არა რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულების, არამედ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის 6 თვის ხარჯებია.

სატენდერო შესყიდვების დოკუმენტებს  სამოქალაქო პლატფორმა  ”ახალი საქართველო”  ასაჯაროებს. მათივე ინფორაციით, მუნიციპალიტეტმა,  რომლის მოსახლეობასაც სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს,  წყლის დისპენსერებში 11 450 ლარი, ახალ კონდინციონერებში 12 829 ლარი  და ესპანური წარმოების სპორტულ ტანსაცმელში 15 000 ლარი დახარჯა. რატომ და რისთვის მოიხმარს გამგეობა 6 თვის მანძილზე ამ რაოდენობის საწერ კალმებს და რაში სჭირდებოდათ ძვირადღირებული სპორტული სამოსი ”ფორტუნა” გარდაბნის გამგეობას დაუკავშირდა .

”შეძენილი საკანცელარიო ინვენტარი 1 წლის მარაგია და განკუთვნილია არამარტო გამგეობის, არამედ გარდაბნის საკრებულოს თანამშროლებისთვისაც, საუბარია ჯამში 300 ადამიანზე. ხარჯთაღიცხვა და კონკრეტული ციფრები წინა წლის საჭიროების პრაქტიკიდან გამომდინარეობს და ჰაერიდან მოტანილი არ არის,”- ამბობს “ფორტუნასთან ” გარდაბნის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ირინა ზურაბიანი.

რაც შეეხება 15000 ლარიან სპორტულებს გამგეობაში აცხადებენ რომ ფორმები გარდაბნის საფეხბურთო კლუბ ”გარდაბანისთვის” იქნა შეძენილი,  გამგეობის დაფინანსებულ ექსკურსიებზე კი  სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და წარჩინებული გარდაბნელები დადიან.

 

თამუნა გოგუაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები