20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს.
ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.