LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20-20 წელი მიუსაჯეს პირებს, რომლებმაც მონაზონი დედათა მონასტერში დააყაჩაღეს და ჯგუფურად გააუპატიურეს

228
fot (1)

გასული წლის ნოემბერში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოქმედ დედათა მონასტერში მომხდარ ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ 2 პირს ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მევლუდ ხათაშვილმა გამოაცხადა.

შემთხვევა 2022 წლის 25 ნოემბერს მოხდა, მონასტრის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს, რომლებმაც ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა, უარის მიღების შემდეგ კი, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები, მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავა.

ორივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინა (აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ფოტო მთავარ სლაიდზე ,,ინტერპრესნიუსი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები