LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2%-ზე მაღალ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ, “ქართულ ოცნებას” და ენმ-ს ცვლილებების ჩაგდება სურთ და საბაბს ეძებენ: ხვიჩია

46
იაგო ხვიჩია

პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ 2 %-ზე მეტ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დაუჭერენ.

ხვიჩიას განცხადებით, “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” ცვლილებების ჩაგდება უნდა და ისინი საბაბს ეძებენ:

“საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება “ქართულ ოცნებასაც” სურს. თქვეს, რომ პროექტს 2024 წლიდან აამოქმედებენ იმ იმედით, რომ ცვლილებებს მხარი “ნაციონალურმა მოძრაობამ” არ დაუჭიროს და საკონსტიტუციო ცვლილება ისე ჩავარდეს, მათ არ დაბრალდეთ.

მგონი, ყველას ესმის, რომ რიგგარეშე არჩევნები მოხდეს 2024 წლამდე შემთხვევითობის წყალობით და არა რომელიღაც ლოგიკურ ქმედებათა ერთობლიობით.

შესაბამისად, ახლა ამ თემის გამოგორება მიზანმიმართულია, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება დაბრალდეს და “ქართული ოცნება” პროცესიდან შედარებით სუფთად გამოვიდეს. ჩვენ 2 პროცენტზე მაღალ საარჩევნო ბარიერს მხარს არ დავუჭერთ. “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” ცვლილებების ჩაგდება სურთ და საბაბს ეძებენ.” – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ გრძელდება და ბევრი რამ სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივეღებთ, ის აუცილებლად უნდა ამოქმედდეს 2024 წლიდან: ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები