საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „ფეისბუქზე“ ნიკა გვარამიას ცემის ფაქტს იუმორით ეხმიანება.
“ინფლაცია საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება. 3 წლის წინ შეგეძლოთ, პარლამენტის წევრი სულ რაღაც 300 ლარად გეცემათ, ახლა კი მხოლოდ კომპანიის გენერალური დირექტორის ცემა 5 000 ლარი დაგიჯდებათ“.
ნიკა გვარამიას თავდასხმის გამო რატი გაჩეჩილაძე დააკავეს, ის სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.