LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლის განმავლობაში, სახელმწიფომ დასაქმებულთა კომპენსაციისთვის 300 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა

84
shutterstock-1561992691-1

ორი წლის განმავლობაში დასაქმებულთა კომპენსაციისთვის 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის, ნინო ველთაურის განცხადებით, კომპენსაციის გაცემის პირველ ეტაპზე, დახმარება 248 ათასმა თვითდასაქმებულმა მიიღო, ხოლო 200-ლარიანი დახმარება სხვადასხვა ხანგრძლივობით 165 ათას პირზე გაიცა.

„მეორე ეტაპის კომპენსაციებით დეკემბერში ისარგებლა 155 ათასმა ადამიანმა. დაახლოებით, ამ რაოდენობის იყო იმ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც, რომელთაც 2021 წელს მეორე ეტაპზე მიიღეს 200-ლარიანი კომპენსაცია. ჯამში, ორივე წელს კომპენსაციების სახით 300 მილიონზე მეტი ლარია დახარჯული”,- განაცხადა ნინო ველთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები