LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით, არადა გვიანია“ – ირინა ნიკოლეიშვილის რჩევები მშობლებს

1255
ირინა-ნიკოლაიშვილი

რა ასაკიდან უნდა დაიწყონ ფიქრი მშობლებმა ბავშვის განვითარებაზე და როდის ითვლება მეტყველება დაგვიანებულად – ამ თემაზე  გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა – ირინა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა:

„ასეთი რადიკალური პასუხის გაცემა ფსიქოლოგიას არ შეუძლია, თუმცა ჩემი გამოცდილებით და ჩემს პაციენტებზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ 95 %-ში იყო ორსულობის პერიოდში რაღაც დარღვევა, რაღაც სტრესს ფაქტორი, უმეტეს შემთხვევაში, მშობიარობის ტრავმა იყო.

2 წლიდან მოჰყავთ ბავშვები მეტყველების დაგვიანებით, არადა გვიანია. მეტყველების შეფერხება, რომელსაც მშობლები, 2 წლის ასაკში აწყდებიან და იწყებენ შფოთვას, რომ ბავშვი არ საუბრობს, მინდა გითხრათ, რომ სათავეს ბევრად უფრო ადრე იღებს. მეტყველების განვითარებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია ლაგმის არსებობა, საარტიკულაციო აპარატის სრულფასოვნება, 7-8 თვის ასაკში ბგერების და მერე უკვე სიტყვების გამოცემა. მეტყველება სწორად ვერ განვითარდება, თუ ბავშვმა სრულფასოვნად არ გაიარა ეს ყველაფერი. თუ არ არის ბგერის გამოცემა, ენის მოძრაობა, კოვზის სრულფასოვნად მოხმარება, ყლაპვის სწორი რეფლექსი, ბგერების მიმბაძველობა, იქ მეტყველება თავისით არ გაჩნდება. მშობელი არ უნდა დაელოდოს 2 წელიწადს, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, წოვის პერიოდიდან არის შესამჩნევი. როდესაც ნაყოფს უჭირს წოვის რეფლექსი, ეს ცალსახა მინიშნებაა იმის, რომ საარტიკულაციო აპარატის განვითარების პრობლემასთან გვაქვს საქმე.“ – განაცხადა ირინა ნიკოლაიშვილმა.

რას იწვევს ორსულობაში გადატანილი სტრესი და არის თუ არა ის კავშირში ბავშვებში მეტყველების დაგვიანებასთან – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები