LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წლამდე არც ერთი წამი ეკრანთან!! – ამერიკის პედიატრთა ასოციაციის გაფრთხილება

3030
crychld

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია დღეს  უახლეს რეკომენდაციებს აქვეყნებს, სადაც მკაცრად განსაზღვრულია პატარებისთვის კომპიუტერებთან, ტელეფონებთან და გაჯეტებთან გატარებული დრო. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ 2 წლამდე ბავშვებმა ეკრანთან არც ერთი წამი არ უნდა გაატარონ. 2-დან 4 წლამდე კი გაჯეტებთან, ტელევიზორებთან და კომოპიუტერებთან დროის ლიმიტი მაქსიმუმ დღეში ერთი საათით უნდა განისაზღვროს.

რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ 5 წლამდე ასეთი ტიპის შეზღუდვა ბავშვის ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის გარანტი შეიძლება გახდეს. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის მოწესრიგება და მეტი ფიზიკური აქტივობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები