LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება, რაის ამნისტია????: მაკო გომური

167
Capture6556454

მედიით გავრცელებულ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დღევანდელ რაუნდში წარმოდგენილ შეთანხმების პუნქტებზე, სადაც საუბარი ამნისტიის გამოცემაზეა, მაკო გომური Facebook-ზე ეხმიანება.

“ახლა მე გეტყვით. ეგეთი პუნქტი თუ მართლა არსებობს და მაგაზე ხელს ვინმე მოაწერს, ფეხებზე მკიდია ყველა და ყველაფერი.

2 წელია თითქმის იმ იმედით ვარ რო დამნაშავე დაისჯება და ერთადერთი ეგ მაძლევს მოტივაციას და იმის განცდას, რომ ყველაფერი აზრს მოკლებული არაა და რამეს მაინც აქვს აზრი.

რაის ამნისტია, არ მაინტერესებს საერთოდ სხვა დანარჩენი პუნქტები, რაის ამნისტია????

ანუ ეგეთ რეალობას ქნიან რო დამნაშავე არ დაისჯება როგორც ყოველთვის და მერე იმაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია რო უსამართლობა ხდება, როცა პირდაპირ გვეუბნებიან რო აი მაგ უსამართლობაზე თვალები დახუჭე ან რაც დაგრჩა ის დახუჭე. როგორც ზუკამ თქვა თაროზე შემოდებული საქმეები დაჭედდება იმ თაროზე.

ხოდა აი ეგ რომ მოხდეს, ეგ პუნქტი რომ არსებობდეს და ვინმემ მაგაზე ხელი მოაწეროს, 3.14ზდეც მეგობრებო”, – წერს მაკო გომური Facebook-ზე.

აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით, განცხადება მოძრაობა “სირცხვილიამაც” გაავრცელა, სადაც წერია, რომ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის, ტოლობის დასმა სრულიად მიუღებელია.

“ეს არის მწვანე შუქი ქართული ოცნებისთვის, რომ ჯერ ჩვენს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს წაგვართმევს, დაგვარბევს, მერე ისევ ჩვენ გვაგებინებს პასუხს მიკერძოებული მართლმსაჯულების გამოყენებით”, – წერია “სირცხვილიას” გავრცელებულ განცხადებაში.