LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 წელი ქართულ ბაზარზე – საჩუქრები „ბრიკორამასგან”

231

ცნობილი ფრანგული ბრენდი „ბრიკორამა” ქართულ ბაზარზე შემოსვლის იუბილეს აღნიშნავს. 22 სექტემბერს ზუსტად 2 წელი გახდება, რაც თბილისში BRICORAMA-ს სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნა.

იუბილესთან დაკავშირებით, „ბრიკორამა” ეპატიჟება ერთგულ მომხმარებელს და ხვალისთვის განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს. როგორც „ფორტუნას” სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტში განუცხადეს, 22 სექტემბერს 09:00-დან 23:00-მდე, „ბრიკორამაში” მისული მომხმარებელი მიიღებს შენაძენის 20% საჩუქრად სრულ პროდუქციაზე, ბრიკორამას დაგროვების ბარათზე.

შეგახსენებთ, BRICORAMA ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მხოლოდ ერთი ჰიპერმარკეტითაა წარმოდგენილი, რომელიც მარშალ-გელოვანის  გამზირზე მდებარეობს, თუმცა, სამომავლოდ გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა იგეგმება. „ბრიკორამას“ ჰიპერმარკეტი არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.

ჰიპერმარკეტში ნაყიდი მასალებით ყველას აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი „საოცნებო სივრცის“ შექმნაში. ჰიპერმარკეტის ძირითადი მიმართულებებია: სამშენებლო და სარემონტო მასალები, ელექტროობა, სანტექნიკა და აქსესუარები, მოსაპირკეთებელი მასალა, იატაკი და ფილები, შპალერი, ელექტრო და ხელის ინსტრუმენტები, ლაქ-საღებავები, განათება, ეზოს ავეჯი, ეზოსა და ბაღის მოვლისა და მოწყობის საშუალებები, დეკორაცია და ასევე, მრავალი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის ფართო არჩევანი.

მარშალ-გელოვანის  გამზირზე მდებარე პირველი ე.წ  ”სითი  ფორმატის”  სარემონტო ჰიპერმარკეტი 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული.

ცნობისთვის,  „ბრიკორამამ“ პირველი მაღაზია 1975 წელს გახსნა საფრანგეთში და დღეს ის ევროპის მასშტაბით უკვე 200-ზე მეტი ჰიპერმარკეტის მფლობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები