LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას, ჩემს ოჯახს „მთავარ არხს“… ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიმყავდა გადაცემა.. ახლაც რეაბილიტაციის პროცესში ვარ“ – თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა

2208
თეა მზა

„დღეს 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას, ჩემს ოჯახს „მთავარ არხს“… მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს“ –  ჟურნალისტი თეა ადეიშვილის ემოციური მიმართვა, რომელიც მისი ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდება.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

„მაყურებელს მინდა მადლობა ვუთხრა, ასევე ჩემს კოლეგებს, რომლებიც უანგაროდ მუშაობდნენ ჩემს ნაცვლადაც კი ჩემთვის ძალიან მძიმე დროს..

ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიმყავდა „დღის სტუმარი“ და ვერ ვამზადებდი ჩემთვის ძალიან საინტერესო სიუჟეტებს..

“დღეს 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას…” | თეა ადეიშვილი

“დღეს 2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, ვუბრუნდები ჩემს საყვარელ პროფესიას, ჩემს ოჯახს “მთავარ არხს… მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს” | თეა ადეიშვილი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 01 ნოემბერი, 2023

ახლაც რეაბილიტაციის პროცესში ვარ და იმედია მომიტევებთ, თუ რამე შეფერხებები მექნება, მაგრამ დავბრუნდი იმიტომ, რომ მაყურებელი ამ ორი თვის მანძილზე მწერდა და მეკითხებოდა ხომ არ დავტოვე „მთავარი არხი“ – არა ეს ჩემი ოჯახია და ოჯახიდან არ მიდიან..,“- ამბობს ადეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები