LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 მუნიციპალიტეტში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან არიან ახლოს…საჭიროა აქტიურობა, რათა ბოროტებამ არ გაიმარჯვოს: ირაკლი კობახიძე

58
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არჩევნებს მყარად იგებენ“.

მისივე განცხადებით, „ორ მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან არიან ახლოს ამიტომ საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა, რათა რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს“.

15:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლის აქტივობამ 31,82% შეადგინა: ცესკო

„საარჩევნო ოლქების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა, თუმცა აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მიზნად ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. არსებული მონაცემებით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ არჩევნებს 20 მუნიციპალიტეტიდან 18-ში. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატები ორ მუნიციპალიტეტში არიან ახლოს 50%-იან ზღვართან. შესაბამისად, საჭიროა ამომრჩევლის მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს.“, – განაცხადა კობახიძემ.