მოგებული ჯეკპოტი 1 182 454 ლარი „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ კვაჭაძეების ოჯახს გუშინ საზეიმო ვითარებაში გადასცა.
ჯეკპოტის – 1 182 454 ლარის გადაცემის საზეიმო ცერემონიაზე კვაჭაძეების ოჯახი ბათუმიდან თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მილიონ ლარზე მეტი ჯეკპოტის გადაცემისას იყო ბევრი ემოცია – სიხარული, ცრემლნარევი ბედნიერება და გაოგნებაც კი, გაოგნება, რადგან 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის შეძენილი ბილეთით მოგებული მილიონის ისტორია მართლაც რომ კეთილ ზღაპარს ჰგავს. თუმცა, კვაჭაძეების ოჯახის ამბავი რომ რეალურია, ეს ყველაზე მეტად თავად კვაჭაძეების ოჯახმა იცის – სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე მათ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მოგებული ჯეკპოტი უკვე ჩაურიცხა.
პირველი, რასაც კვაჭაძეების ოჯახი მოგებული მილიონით გააკეთებს, ბათუმის ბენზესდასახლებაში დაგირავებულ საგვარეულო ბინას გამოიხსნის, გაარემონტებს და ცხოვრებასაც მშობლიურ ბინაში გააგრძელებს. დარჩენილი მილიონის ნაწილით კი ოჯახი ძალიან ბევრი სურვილის ასრულებას შეძლებს.
სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება მომავლის შიშითა და გაჭირვებით სავსე ცხოვრება. „ლოტო 6/42“-ში მილიონის მოგებამდე კვაჭაძეების ოჯახმა საკმაოდ რთული გზა გაიარა, გზა კათარზისიდან მილიონამდე. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული, ვალიკო ბაბუ საკვებისთვის ყოველდღე სოციალურ სასადილოში დადიოდა და გზად მდებარე ჯიხურში ლატარიის ბილეთს ყიდულობდა, იმის იმედით, რომ მოიგებდა და დაგირავებულ ბინას გამოიხსნიდა. ოჯახი დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
18 იანვარს 2 ლარად შეძენილი „ლოტო 6/42“-ის ბილეთმა კვაჭაძეების ოჯახს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შესაძლებლობა მისცა და მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა – კვაჭაძეებისთვის გზა სოციალურად დაუცველობიდან მილიონერობამდე ლატარიის კომპანიაზე გავიდა!