„არქიტექტურის სამსახურს გამოეყო ურბანული სამსახური და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ახალი სამსახური შეიქმნა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამ დრომდე დედაქალაქის მერიაში ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც კიდევ წინა მთავრობის დროინდელია და ჯერ არ განხილულა.
„მე მინდა, დავავალო ვიცე მერს, ბატონ ირაკლი ხმალაძეს, ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, ორი კვირის ვადაში ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც არის დაგროვებული, იქნეს მოგვარებული, ამ საკითხებზე პასუხი იქნეს გაცემული და პარალელურად, უნდა შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვემსახუროთ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას და ამ მიმართულებით არანაირი დაბრკოლება არ უნდა შეიქმნას, ეს სისტემა უნდა იყოს გამართული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.