LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 კვირაში H1N1 ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა – არის თუ არა საქართველოში გრიპის ეპიდემია

592
GTY-child-wearing-oxygen-mask-in-hospital-jt-140906-16x9-992

გასული ორი კვირის განმავლობაში H1N1 ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ თქვა, რომ გრიპით გარდაცვლილია ორი ზრდასრული ადამიანი, რომელთაც სხვა გართულებები/თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.

“წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელიც დიდი ხანი არსებობს და ამიტომ, ჩვენი მის მიმართ იმუნიტეტი მეტი გვაქვს, ვიდრე A ტიპის, მით უფრო, H1 ვირუსის მიამრთ, რომელიც მხოლოდ 2009 წლიდან ვხვდებით დედამიწაზე, ნაკლებ ადამიანს გადაუტანია”, – აცხადებს იმნაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს გრიპის ეპიდემია არ არის. მისი თქმით, ეპიდემიურ ზღვრად 100 000 მოსახლეზე 450-500 შემთხვევა ითვლება, საქართველოს მასშტაბით კი გრიპით ავადობის საშუალო სტატისტიკური მონაცემი 100 000 ადამიანზე 190 ადამიანია.

“რომ შევადაროთ, შარშან იგივე პერიოდში ავადობა 220 ადამიანი იყო 100 000 მოსახლეზე, ხოლო ავადობის პიკი 280 ადამიანი 100 000 მოსახლეზე. არავითარ ეპიდემიაზე საუბარი არ არის”, – ამბობს იმნაძე.

იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევ აღნიშნა, რომ დაავადებულთა უმეტესობა ბავშვია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც მცირე ასაკის ბავშვებზე მოდის. ამის გამო ბავშვთა კლინიკები უფრო მეტადაა გადატვირთული. დაავდებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ მშობლებს მოუწოდა, რომ თუ ბავშვს 38,5 გრადუსზე მეტი სიცხე ერთ დღეზე მეტ ხანს აქვს, აუცილებლად ექიმს აჩვენონ.

 

იმნაძემ ვაქცინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროგრამით 93 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა. ქვეყანას მარაგში 7000 ვაქცინა აქვს, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

არ მიმაჩნია, რომ ვაქცინა სავალდებულო უნდა იყოს გრიპის ვირუსზე – ჯანდაცვის მინისტრი