საქართველოში კორონავირუსით კიდევ 453 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე განახლდა. ამავე გვერდის მიხედვით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7 093 შეადგენს.
295-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და საერთო ჯამში 3714 გახდა.
ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისათვის ინფექციით გარდაცვლილია უკვე 43 ადამიანი
კარანტინის რეჟიმში 5 392 მოქალაქე იმყოფება.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები 1100 პირი იმყოფება.