LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი – ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა

191
ბრაზილია მეწყერი

2 დაღუპული და ათობით დაკარგული ადამიანი – ბრაზილიაში ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 30-დან 50-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.

შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან, ისინი აცხადებენ, რომ უამინდობისა და მიუვალი მდებარეობის გამო საძიებო სამუშაოები გართულებულია. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ექვსი გადარჩენილი იპოვა.

არსებული ინფორმაციით, ტალახის ნიაღვარმა, რომელიც BR-376 გზატკეცილზე პარანას შტატში ჩამოვიდა, სულ მცირე 16 მანქანა დაფარა.

არსებობს საფრთხე, რომ შესაძლოა მეწყერი კვლავ ჩამოწვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები