LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 დაღუპული და 3 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკის მუნიციპალიტეტში

325
პოლიცია

გვიან ღამით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 3 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით,  მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. დაშავებულები სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.