1 ნოემბრიდან საქართველოს 2 დაცულ ტერიტორიაზე სამუშაო საათები იცვლება. საუბარია სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეზე. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ძვირფასო ვიზიტორებო, გაცნობებთ, რომ 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს დაცული ტერიტორიების 2 ეკოტურისტულ ლოკაციაზე სამუშაო საათები იცვლება: პრომეთეს მღვიმე – 10:00-17:00 • სათაფლია – 10:00-17:00“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, 2019 წლის 8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა. ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.
5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ
კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.
პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა შემდეგ ტერიტორიებს:
მარტვილის კანიონს
ყაზბეგის ეროვნულ პარკს
პრომეთეს მღვიმეს
ოკაცეს კანიონის
თბილისის ეროვნულ პარკს