მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში ადგილობრივები, ბალდის კანიონში მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ძალადობის გამო, ინვესტორს სოფელში აღარ შეუშვებენ და გზა გადაკეტეს.
როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ჰყვება, პირადად ინვესტორი და მასთან მომუშავე პირები სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ფიზიკურ გადავიდნენ.
Posted by ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად on ხუთშაბათი, 02 ნოემბერი, 2023
სამართალდაცავებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
„დაიჭირეს ორი ადამიანი და 15 თუ 10 კაცმა სცემა. ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სანამ პოლიცია არ დააკავეს მოძალადე პირებს, იქამდე აქ ვერავინ ვერ შევა. ინვესტორი იყო ერთ-ერთი ვინც იძალადა..
Posted by ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად on პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023
კანონდარღვევით მოხდა მშენებლობის დაწყება,“ – ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
ცნობისთვის, ბალდის კანიონის მცველების პროტესტმა აქციებიდან კარავში გადაინაცვლა. მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა კანიონი კერძო კომპანიას, უკვე მე-12 დღეა კარავი აქვთ გაშლილი.