გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 962 827-ია.
ბოლო 24 საათში, ვირუსი კიდევ 1 085-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 913 528-მდე გაიზარდა.
კოვიდინფექციამ კიდევ 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 14 218 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 69 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 409 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 694-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა ტესტით – 25 745, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 240, PCR ტესტით – 10 505.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,47%, ბოლო 14 დღის – 7,76%, ბოლო 7 დღის – 9,57%.
დღიურად აცრილთა რიცხვი 1 899-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.