მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დუმამ, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა, ლარმა კატასტროფული ვარდნა განიცადა. ამ დროისთვის [16:00] ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.90 ლარი ღირს. დაფიქსირდა 2.91-იანი მაჩვენებელიც.
ბლუმბერგზე ვაჭრობის შედეგები აისახა კომერციულ ბანკებზეც და სანამ ეროვნული ბანკი ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დაადგენს, სავალუტო ჯიხურებში და ბანკებში ლარი უფასურდება.
კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარს აჭარბებს.
უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის „საქართველოს ბანკში“ მოქალაქეებს 1 დოლარის შეძენა 2.971 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს ღირებულებას, მისი ყიდვა 3.346 ლარადაა შესაძლებელი.
რუსეთის პრეზიდენტამდე, მთავრობა დუმის გადაწყვეტილებას ბიზნესმენებთან და ექსპერტებთან განიხილავს.
რუსეთის დუმამ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
„თიბისი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.9800 ლარად შეძლებენ, ევროს ყიდვას კი 3.3450 ლარად.
„ლიბერთი ბანკში“ 1 დოლარის შეძენა მოქალაქეს 2.972 ლარი, ევროს ყიდვა კი 3.35 ლარი დაუჯდება.
ბანკ „ქართუში“ 1 დოლარის შეძენა 2.9400 ლარადაა შესაძლებელი, 1 ევროს კი მოქალაქეები 3.2850 ლარად იყიდიან.
ამ მთავარი შეცდომის მიზეზებს ვიმკით – გიორგი კეპულაძე ლარის კურსის პანიკაზე