LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“2-3 დღე რომ არ გამოჩნდა, ძალით შევაღე კარი” – ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

137
BeFunky-collage (3)

ახალციხეში 70 წლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლები, რომლებმაც ცხედარი აღმოაჩინეს, მედიასთან აცხადებენ, რომ ქალი ორი დღის განმავლობაში არ უნახავთ, სახლში შესულებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილის ახლობლის განცხადებით, ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა.

“2-3 დღე რომ არ გამოჩნდა, სანახავად მოვედი, კარი დაკეტილი დამხვდა, ვერც მეზობლებისგან გავარკვიე რამე, ამიტომ ძალით შევაღე კარი, სახლში არეულობა დამხვდა, შემეშინდა შესვლა და პოლიცია გამოვიძახე”. – ამბობს გარდაცვლილის ახლობელი. მის კომენტარს “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები