LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?! -ბიზნესი ქართველების გერმანიაში დასაქმებაზე

95
ipiccy-image

„ვის აინტერესებს ვაქცინა ან ეკონომიკის აღდგენა?! არც არავის. 20 % – იანი უმუშევრეობის “განულების” მშვენიერ გზას როგორც იქნა მიაგნო მთავრობამ, რომელსაც ძალიან მომხიბვლელი სახელი დაარქვა კიდეც: “საქართველოს მოქალაქეების ევროპაში ლეგალური დასაქმება'” – ამის შესახებ კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი აცხადებს და იქვე კითხვას სვამს „1989 წელს იმიტომ აღვუდექით რუსულ ტანკებს წინ და შევწირეთ ადამიანების სიცოცხლე, რომ დამოუკიდებელი საქართველოდან გავქცეულიყავით 30 წლის შემდეგაც?!“.

„ეკონიმიკა სტაგნირებს, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით კოტრდება, ლარი 100%-ით გაუფასურდა და გაჩერებას არ აპირებს, დემოკრატიული ინსტიტუტები კიდევ უფრო დეგრადირდება, ხალხი შიმშილობს, ადამიანები უწამლობით კვდებიან, განათლების სისტემა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სოფლის მეურნეობა თოხს და ბარს ვერ გასცდა.. დეოკუპაცია საერთოდ რა მოსატანია, პატრიოტობა და სამშობლოსთვის თავდადება რა სისულელეა და ა.შ. მოკლედ ნელი სიკვდილის გზავს ვადგავართ და ვერ ვხვდებით“, – ამბობს ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები