LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო

1021
რიკოთი

რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტის – რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო, – ინფორმაციაში, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს, აღნიშნულია, რომ საინჟინრო თვალსაზრისით, ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

უწყებისვე ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

„ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი“,- აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები